გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ

ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ და ეს არის ფაქტი,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360" გრადუსი განაცხადა.

მარგველაშვილმა "რუსთავი2"-ის ყოფილი გენდირექტორისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებთაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს სახელმწიფოში სამართალი აღარ არის პირველხარისხოვანი, რადგან ქვეყანაში სამართალი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკისთვის მაკიაჟად იქცა.

"რა არის "ქართული ოცნების" ხელწერა და რა არის "ქართული ოცნების" მეთოდები სამწუხაროდ, ეს უკვე ძალიან დაშორებულია იმისგან, როგორც მე ვიცნობდი "ქართულ ოცნებას" და რაშიც ვმონაწილეობდი, როდესაც ვიყავი "ქართული ოცნების" გუნდის წევრი. გვარამიაზე და სალიაზე, ფინანსურ საკითხებზე ცალკე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი მინდა გაგახსენოთ, რომ დაყადაღებულ "რუსთავი 2"-ში რაღაცნაირად, ეს იყო ყველაზე წარმატებული, მათ შორის ფინანსურად წელში გამართული კომპანია ნიკა გვარამიას მმართველობის ქვეშ, თუმცა ამის დეტალებში მე ვერ შევალ. დღევანდელ ვითარებასაც ვერ შევაფასებ ცალკე გვარამიას საქმით და იქიდან გამომდინარე, რასაც საუბრობს პროკურატურა",-აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, გვარამიას და კიდევ სხვა გახმაურებული საქმეები კომპლექსურია.

" ძალიან რთულია მოახერხეო და ცალკე გამოყო ნიკა გვარამიას საქმე და ვერ დაინახო მთელი კომპლექსი, მთელი ახალი ტენდენცია, ახალი ტალღა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მოქმედებაში. გვარამიაც ამ პოლიტიკური ტალღის შემადგენელია, "რუსთავი 2"-იც და რანაირად გინდა არ დაინახო, რომ ამ ტალღის ნაწილია "ტვ პირველიც" , ტალღის ნაწლია ხაზარაძე, მელია, ამ ტალღის ყველაზე მძიმე ნაწილია 20-21 ივნისი, როდესაც მიტინგის ძალადობრივი დაშლა ხდება და შემდეგ მიმდინარე მოვლენები - ოქრუაშვილი იყო, ანაკლია. თუ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებ და პოლიტიკას უყურებ როგორც პროცესს და არა ემოციურად, ცოტა რაციონალურადაც თუ შეხედავ ამ ყველაფერს ძალიან ძნელია, რომ ცალ-ცალკე გამოყო ეს მოვლენები და ვერ დაინახო ერთიანი პროცესი , ერთიანი მიზანმიმართული პოლიტიკა ამასთან მიმართებაში",-აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, არის ვითარება, როდესაც სამართლებრივი მხარე არის მეორეხარისხოვანი.

"სამართლებრივი დეტალები პირველადი არის სამართლებრივ სახელმწიფოში და როდესაც შენ უკვე ხედავ პოლიტიკურ ხელს ტელევიზიებში შენი ხალხის დანიშვნაზე, როცა ხედავ პოლიტიკურ ტენდენციას ბიზნესებში ჩარევაზე, როცა ხედავ პოლიტიკურ ტენდენციას ტელევიზიების მფლობელებისა დაბარებაზე, ხედავ, რომ პირველადი სამართალი არ არის-პირველადი არის პოლიტიკა, ხოლო სამართალი ამ პოლიტიკისთვის მაკიაჟია. ამას უნდა შევეჩვიოთ, ასე იყო ყოველთვის. ნებისმიერი ავტორიტეტული სახელმწიფო...ეს უბრალოდ კოშმარებში ხდებოდა ხოლმე, როდესაც ტროიკები ასამართლებდნენ. ჩვენ მივდივართ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ და ეს არის ფაქტი",-აცხადებს მარგველაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა