გიორგი მარგველაშვილი - ახლა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო იძაბება სიტუაცია იმიტომ, რომ  ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესს ასე წარმართავს, ძალიან დიდი რისკის წინაშე აყენებს  ქვეყანას და საკუთარ თავს

ახლა, ჩემი აზრით, კიდევ უფრო ბევრად იძაბება სიტუაცია იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესს ასე წარმართავს, ძალიან დიდი რისკის წინაშე აყენებს ქვეყანას და საკუთარ თავს, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის 20 ივნისის მოვლენებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, არავის სჯერა, რომ 20 ივნისის ღამეს საქართვველოს პარლამენტის წინ სახელმწიფო გადატრიალება მცდელობას ჰქონდა ადგილი.

„ტელევიზიების დახურვა, ბიზნესების დატერორება და ქუჩაში სროლა - დეტალებში აღარ შევდივარ - სად, რომელი ტყვიით ვინ ვის ესროლა, ის რატომ დააპატიმრეს - ვის სჯერა, რომ პარლამენტის აღება და ქვეყნის გადატრიალება იგეგმოებოდა?! არავის სჯერა, რომ რამე გადატრიალების მცდელობა იყო, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, გადატრიალების მცდელობები, როგორ ორგანიზდება. ვერავის წარუდგენენ ბრალს იმაზე, რომ გადატრიალება იყო, იმიტომ, რომ ანეკდოტურია საბურავებიდან დაწყებული იმ ღამით (20 ივნისის) გადატრიალებებზე საუბარი. იქ, ბევრი მონაწილეობდა გადატრიალებებში და იცის, როგორ კეთდება გადატრიალებები. აი, ეს არის მოგონილი ამბები, რომ იქ გადატრიალება ხორციელდებოდა. თან, ყველაზე კარგი ამბავი ის, არის, რომ თან გადატრიალება ხორციელდებოდა და თან, თურმე დიპლომატუიური კორპუსი ჰყავდათ შეკრებილი იმ შენობაში, რომელიც თურმე უნდა აეღოთ ჯარისკაცებს და მატროსებს. მე არ ვიცი, იქ ვინ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასეთი კომენტარი მოვისმინე, რომ დიპლომატიური კორპუსი იყო თურმე იქ წარმოდგენილი იმ შენობაში, იმ „ზიმნიში“, რომელიც თურმე უნდა აეღოთ მატროსებს. ეს თემა ანეკდოტურია, რომ გადატრიალების მცდელობა იყო რაც იქ იყო ძალიან ნათელია, ეს იყო ძალადობის მცდელობა. ესეც სხვა საკითხია, ნორმალურ ქვეყანაში ხალხი რომ ქუჩაში გამოვიდოდა, რაღაცას მოითხოვდა და მათ მიმართ პოლიტოკოსებისგან იქნებოდა ასეთი ცინიკური, დამცინავი პასუხი, რომელიც ჩვენ გავიგეთ - ადამიანები მოითხოვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის და ღირსების დაცვას და მათ ცინიკურად პასუხობენ აი, იმ პოლიტოკოსების პასუხისმგებლობა კიდევ ცალკე დადგებოდა, ვინც ძალიან აღელვებულ საზოგადოებას ასეთი ცინიზმით პასუხობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის თამჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, ასევე სადეპუტატო მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმა და „გავრილოვის თემაზე მეტი არაფერია საჭირო“, თუმცა მის თქმით, კითხვებია 20 ივნისის აქციის ნაწილზე.

„დარბევაზე?! თუ ეს ისეა - წინასწარ, რომ რაღაცაში იხდი და მერე რომ გამოგიქვითავენ... გასაგებია, რომ გავრილოვის იქ დაჯდომით აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ მიტინგის დარბევაზე?!“ - განაცხადა მარგველაშვილმა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა