გიორგი მარგველაშვილი - ჩემი კი არა, რეალობას  იმ მოქალაქის თვალით შევხედოთ, რომელიც აჭმევს დღეს ჩინოვნიკს და რეალურად თვითონ მშიერია

იაფი ფული ხომ აღარ არსებობს ბუნებაში, არ არსებობს ბენზინის ლარი, არც ასი ქარხანა და არაფერი აქედან არ არსებობს. ეს არის „ქართული ოცნების“ რექორდი, ამ თვალსაზრისით არაფერი აქვს გაკეთებული, გარდა იმისა, რომ დიადი მიზანი, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ არის,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მან "ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მას სჯეროდა იმის, რასაც მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, თუმცა მთავარი არა მისი რწმენა, არამედ იმ ადამიანების პოზიციაა, რომლებიც დღეს შიმშილობენ, რომ "ჩინოვნიკს აჭამონ"

"ქართული ოცნება" ასე ვპირდებოდით, პირველი წელი კარგი იქნება, მეორე უკეთესი და ა.შ. მაშინ ბიძინა რომ ჰპირდებოდა, სრულიად მჯეროდა ბიძინასი. უფრო მეტიც, ერთი წელიწადი რომ ვიყავი მთავრობაში, მაშინაც ძალიან მჯეროდა, რომ ამის გამკეთებლები ვიყავით. მე მჯეროდა, მერე დავინახე რომ... ჩემი კი არა, რეალობას იმ მოქალაქის თვალით შევხედოთ, რომელიც აჭმევს დღეს ჩინოვნიკს და რეალურად თვითონ მშიერია. ტრაგედიაა, მაგრამ ასეთია რეალობა.

ორმაგ პრემიას რომ აძლევ ჩინოვნიკს, რომელმაც ეკონომიკისთვის ვერაფერი გააკეთა, ეს ხომ არ არის კანონიერი. ეს პირველი ოთხი წელი ხომ მითივით დადნა, იაფი ფული ხომ აღარ არსებობს ბუნებაში, არ არსებობს ბენზინის ლარი, არც ასი ქარხანა და არაფერი აქედან არ არსებობს. ეს არის „ქართული ოცნების“ რექორდი, ამ თვალსაზრისით არაფერი აქვს გაკეთებული, გარდა იმისა, რომ დიადი მიზანი, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში არ არის. მაგის გარდა არაფერი აქვს მიღწეული",-აცხადებს მარგველაშვილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს