ანა ნაცვლიშვილი - გენერალური პროკურორის მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის მიწერილ წერილში ბუნებაში არარსებული საქმეა მოყვანილი

პარლამენტისთვის მიწერილ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობის გაცემას სთხოვდა, დასასაბუთებლად მოყვანილია შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, - ამის შესახებ იურისტი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში, რომელიც ჯერ პარლამენტის კომიტეტმა განიხილა და შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავიდა, სერიოზული ლაფსუსებია დაშვებული.

იურისტი ასევე ეჭვს გამოთქვამს, რომ სხვა გახმაურებულ საქმეებშიც, რომლებიც სამართლებრივად მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, შესაძლოა, ყველაფერი წესრიგში არ იყოს.

„კვლევით პროექტში ვმონაწილეობ და ამ დღეებში დამჭირდა წამეკითხა გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისთვის მიწერილი ოფიციალური წერილი, რომლითაც გენერალური პროკურორი მიმართავს პარლამენტს, გასცეს ნიკანორ მელიას დაპატიმრების თანხმობა (20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით). თავი რომ დავანებოთ დოკუმენტის სამართლებრივი დასაბუთების ხარისხს (რომელიც პრობლემურია), გეტყვით მხოლოდ რამდენიმე ფაქტს: - დოკუმენტი მხოლოდ 4 გვერდისგან შედგება - იმის დასასაბუთებლად, რომ აუცილებელია მელიასთვის პატიმრობის შეფარდება, მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მითითებული საქმეებიდან ერთი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს! (საქმეში მითითებულია კონრადი იტალიის წინააღმდეგ, ბევრი ძებნის შემდეგ, მივაგენი საქმეს, რომელსაც სინამდვილეში გულისხმობენ და რომლის სახელიც ასე ჟღერს: კონტრადა იტალიის წინააღმდეგ) - მითითებული ერთ-ერთი საქმე (ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ) საერთოდ არ ეხება დოკუმენტში განსახილველ სამართლებრივ საკითხს -პატიმრობის შეფარდების სტანდარტებს (ეხება ციხეში სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო არაადამიანურ მოპყრობას) - დანარჩენ მითითებულ საქმეებში ფაქტობრივი გარემოებები იმდენად განსხვავდება მელიას საქმისგან, რომ მათი მითითება დოკუმენტში არარელევანტურია. ეს მხოლოდ წმინდად სამართლებრივ ნაწილზე მოგახსენეთ, უფრო დიდ სურათსაც ვხედავ ძალიან ნათლად, ამაზე მოგვიანებით.

არ ჩამიხედავს სხვა გახმაურებული საქმეების დოკუმენტაციაში, მაგრამ ამის მერე როგორი დასაჯერებელია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, რომელიც სამართლებრივად გაცილებით მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს, წესრიგია? როგორი დასაჯერებელია ყველა ამ პერიოდში და ადრე დაწყებულ გამოძიებებში სხვა საქმეებზე, რომ სამართლებრივად სწორი ანალიზი და დასკვნებია გაკეთებული? როგორი დასაჯერებელია, რომ გვარამიასთვის წარდგენილი ბრალი დასაბუთებულია? ამის მერე აღარ მიკვირს ვატო წერეთლისთვის სასამართლოდან გაგზავნილი მესიჯის შინაარსი და ფორმა! დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის 150 დეპუტატს უნდა წაეკითხა და მიეღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, ასეთი ლაფსუსებია დაშვებული, ჯერ კომიტეტმა განიხილა, მერე პლენარულ სხდომაზე გავიდა - დეპუტატებს როგორ არ გრცხვენიათ, რომ ამაზე დაყრდნობით მიიღეთ გადაწყვეტილება? სტაჟიორი მაინც არ გყავდათ, რომ დაგევალებინათ თვალის გადავლება? კანონებსაც ასე იღებთ? სირცხვილია", - წერს ნაცვლიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა