პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" დაიწერება

პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" დაიწერება ,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, დეკანოზმა ილია ნასიძემ განაცხადა. წინამძღვარმა საზოგადოებას ხატის დაწერაში შეწევნით მიმართა.

“წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა. საქართველოსთვის ღვითისმშობლოს წილხვდომობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდიდეს დღესასწაულად, იმედის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ამ უდიდესი მადლის განახლება იქნება შექმნა ხატისა "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო", ხელაპყრობილი მვედრებელი დედა ღვთისა საქართველოს მფარველ წმინდანებთან ერთად. ხატი შესრულდება მოზაიკასა და მინანქარში. ეს ხატი გამოხატულებაა ქართველი ერის მადლიერებისა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთისმშობელი საქართველოს მართადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი და სიმბოლო ურყევი სასოებისა და იმედისა. ღვთის ნებით მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართველი ემიგრაცია მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნაში. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების 1700 წლისთავზე ახლად შექმნილი ხატი ღვთისმშობლისა იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა, ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნეობაში გამთლიანებისა. ყველა ადამიანი, თუნდა 1 ლარითაც თუ შეეწევა, ისიც იქნება თანამონაწილე ამისა. არავის ევალება დიდი თანხების შეწევნა, თანამონაწილეობა არის დიდი რამ",- განაცხადა დეკანოზმა ილია ნასიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა