იტალიაში თვითმფრინავის დაზიანებულმა ძრავამ ავტომანქანები და სახლის სახურავები დააზიანა

ავიაკომპანია Norwegian-ის კუთვნილი თვითმფრინავის, რომელიც რომის აეროპორტში ავარიულ დაშვებას ახორციელებდა, ნამსხვრევებმა ქალაქ ფიუმიჩინოში ავტომანქანები და სახლების სახურავები დააზიანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

თვითმფრინავმა ავარიული დაშვება აფრენიდან მალევე განახორციელა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მთლიანობაში ნამსხვრევების შედეგად, 25 ავტომანქანა და 12 სახლის სახურავი დაზიანდა.

Boeing 787-ის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოს-ანჟელესისკენ მიფრინავდნენ. თვითმფრინავს ძრავს პრობლემა შეექმნა, რის გამოც იძულებითი დაშვება განახორციელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა