ნიკა გვარამიას ადვოკატს სასამართლოს განჩინება ჩაბარდა

„რუსთავი2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს და ამისთვის მას კანონმდებლობით განსაზღვრული 48 საათი აქვს.

„ვაპირებთ გასაჩივრებას. არ ველოდებით, რომ საპელაციო სასამართლო ძირეულად განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ფორმალურად ჩვენ მაინც დაცვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ“,-აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია გირაოსთან დაკავშირებით არ შეცვლილა და ნიკა გვარამია 40 000 ლარიანი გირაოს გადახდას არც ახლა და არც ერთი თვის შემდეგ არ აპირებს.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გუშინ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა და ნიკა გვარამიას 40 000 ლარის ოდენობით გირაო დაუწესა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც. „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება არის სრულიად აბსურდული და არ აპირებს გირაოს გადახდას.

ნიკა გვარამიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით აქვს წაყენებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა