ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსები გალა-კონცერტს გამართავენ

14 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსები გალა-კონცერტს გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, გაზაფხულზე სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამართულ ფესტივალს The New Genaration Music Festival საზოგადოების დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. 14 აგვისტოს ბათუმელები და ქალაქის სტუმრები პროექტის საუკეთესო მუსიკალურ ნომრებს მოისმენენ.

12 აგვისტოს კი ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt აჭარის ტელევიზიასთან ერთად, პროექტთან დაკავშირებულ მუსიკალურ ვიდეო-არტს გადაიღებს.

გალა-კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში: გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), სანდრო სიდამონიძე (ჩელო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). გალა-კონცერტს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გახსნის. პროექტის ავტორი და პროდუსერი - თეონა ჯორბენაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს