გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე - პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

2020 წელს რომელი პარტია იქნება, წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ არ იცის, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი მოძრაობის დაანონსებას.

მისი თქმით, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერს შეუძლია, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი ამბავია.

„2020 წელს რომელი პარტია იქნება, ვთქვათ, წინა პლანზე, ეს ჯერ არავინ არ იცის. მე არ მგონია ,რომ ამასთან დაკავშირებით თუ არა რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები, სხვა პოლიტიკური ექსპლუატაცია ამ თემის, სხვა რაიმე სერიოზული მოსაზრება ჰქონდეთ. პოლიტიკოსებისთვის მით უმეტეს ამ თემაში შესვლა არამგონია სწორი იყოს. ექსპერტებმა რამდენიც უნდათ ისაუბრონ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიის შექმნა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს ალბათ ჩვეულებრივი ამბავია დემოკრატიული ქვეყნისთვის“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა