ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. gwp-იმ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
gwp -ის ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს.
აღნიშნული სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან 15 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, მებაღიშვილის, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge