მამუკა ბახტაძე "რუსთავი 2"-ზე - ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული

ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გვესმის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი მონაპოვარი სწორედ მედიაპლურალიზმია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული და არაფერი სხვა რამით. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც გუშინ მოვისმინე. მინდა გავაკეთო აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანზე, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ეს არის მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება. აქ არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს. საქართველოში აუცილებლად მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა