არჩილ თალაკვაძე - „ტვ პირველზე“ თუ კიბერთავდასხმა მოხდა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ  გამოიძიოს, ხელისუფლების მიმართ ბრალდებები კი, ალოგიკურია

„ტვ პირველზე“ თუ მოხდა კიბერთავდასხმა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოიძიოს, ხელისუფლების მიმართ ბრალდებები კი, ალოგიკურია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „ტვ პირველზე“ კიბერთავდასხმას გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ აღნიშნული საქმე გამოიძიონ, თუმცა დასძენს, რომ ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური სამუშაოა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანაყოფი და ძალისხმევა გაძლიერდა მნიშვნელოვნად, თუმცა, კიბერდანაშაული მსოფლიო გამოწვევაა დღეს, ეს არის ელექტრონულ ინფრასტრუქტურასთან, ციფრული ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად მზარდი პრობლემა. საქართველო ჩართულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს შესაბამის ფორმატებში ამ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. რაც შეეხება კონკრეტულად „ტვ პირველს“, თუ მოხდა კიბერთავდასხმა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გამოიძიოს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური და რთული საქმე, თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ დააკლებენ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ჟურნალისტს, ყველა მედიას, რომელიც ობიექტურად და დამოუკიდებლად მაუწყებლობს“,- განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, რომ „ტვ პირველზე“ კიბერშეტევა შემთხვევითი არ არის და ის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ეს არის უსაფუძვლო ბრალდება“.

„ეს გამოიყურება, როგორც სპეკულაცია, მაგრამ გამოძიებას დაველოდოთ. ამ ბრალდების უკან ელემენტარული ლოგიკაც არ დგას. სახელმწიფო როგორ შეიძლება აკეთებდეს იმას, რაც შემდეგში არის მისი გამოსაძიებელი და რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა. ალოგიკური ბრალდებაა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ტვ პირველზე“ კიბერშეტევა განხორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა