არჩილ თალაკვაძე შეკითხვაზე: დგას თუ არა ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი - ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები

„ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, დგას თუ არა ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი. ჟურნალისტების კითხვას, სცენარი, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში წლების განმავლობაში ცდილობდა წართმეული ქონების უკან დაბრუნებას და ახლა 1 თვეში ყიდის მას, ხომ არ ეჩვენება საეჭვოდ, პარლამენტის თავმჯდომარე არ პასუხობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია.

„ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ. რაც შეეხება ტელევიზიის საკუთრებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არაერთი ინფორმაციაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუ რა პრობლემები იყო ტელეკომპანიაში. შესაბამისად, შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

მედიაპლურალიზმს აჩვენებს მიკროფონების რაოდენობა, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი. საქართველო იმსახურებს, რომ ჰყავდეს პროფესიონალური, ობიექტური, ეთიკური და თავისუფალი მედია, რომელიც დასავლური სტანდარტებით მაუწყებლობს. ჩვენ ამ პრინციპების დამცველი ვიყავით აქამდეც და ვიქნებით მომავალშიც. დანარჩენი შეფასებები თქვენით გააკეთეთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი