მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის საბჭოს წევრებს - ფორმალურ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებას კი თქვენ შეაფასებთ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, დამოუკიდებელ ინსპექტორ ქეთევან ცინცაძესთან გასაუბრება დაიწყო.

კანდიდატმა გასაუბრების დაწყებისას უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის მოტივაციის შესახებ ისაუბრა.

„შეიძლება ყველა იურისტისთვის არა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატუსია. ვფიქრობ, ფორმალურ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებ, კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებას კი თქვენ შეაფასებთ. გავლილი მაქვს ყველა ეტაპი, რაც შეიძლება გაიაროს არამოსამართლემ სასამართლო სისტემაში, უზენაეს სასამართლოში სტაჟირებიდან დაწყებული. მქონდა შეხება საკასაციო სასამართლოში მიმდინარე ყველა ეტაპთან. ვფიქრობ, ცალკეა თეორია, რომელსაც ადამიანები იღებენ უნივერსიტეტში და მეც მივიღე, მაგრამ ამის რეალიზება პრაქტიკაში გახლავთ აბსოლუტურად სხვა და ეს გამოცდილება გამომადგება.

ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევა კი ჩემი მიღწევაა. ამ თანამდებობაზე დანიშვნის დღეს მე მარტო გახლდით, არ იყო აპარატი, არ არსებობდა ინსპექტორის ინსტიტუტი. დღეს არსებობს ინსპექტორის სამსახური, ცნობენ მას, ასევე არსებობს ანგარიშები მის საქმიანობაზე, ვფიქრობ, დადებითი. მზად ვარ ყველა გამოწვევისთვის და იმისთვის, რომ ყველა ჩემი დასკვნა, სადაც ჩემი პოზიციებია ასახული, იყოს საჯარო. საბჭოს წევრებს ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა, ჩემი დასკვნებით, რაც დაახლოებით 230 საქმესთან დაკავშირებით იყო წარმოდგენილი, შეაფასონ ჩემი მსჯელობის, ლოგიკური აზროვნების და სხვა უნარები. არ ვაპირებ, საკუთარ თავზე ვისაუბრო. დღეს ვფიქრობ, ჩემი შეფასება ხდება როგორც იურისტის, და არა - როგორც ინსპექტორის", - განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, კანონი არ უზღუდავს თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას და თუ ის უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ იქნება არჩეული, საბჭო შეარჩევს შესაბამის კანდიდატურას დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა