„ვოლვო საქართველო“ მომხმარებლებს Trade-in აქციას სთავაზობს

საქართველოში უკვე სრულად ფუნქციონირებს „ვოლვოს“ ავტორიზებული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვიზიტი, „ვოლვოს“ უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტ დრაივზე გამოცდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს.

მათივე ცნობით, „ ვოლვო საქართველო“, „ვოლვოს“ მფლობელებს სრულ ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს.

„ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას წამოვიწყოთ უპრეცენდენტო Trade-in კამპანია, რაც გულისხმობს შემდეგს, ნებისმიერი ავტომობილის მფლობელს, განურჩევლად ავტომობილის მოდელის, ასაკის და გარბენის შეუძლია მოიყვანოს თავისი ავტომობილი ჩვენს შოურუმში და მინიმალური პირობების დაკმაყოფილების და სხვაობის დამატების შემთხვევაში, გაცვალოს საკუთარი ავტომობილი ვოლვოს უახლეს, მისთვის სასურველ მოდელში. ქართველ მომხმარებელს ჩვენ უკვე ვთავაზობთ ვოლვოს სრულ SUV ასორტიმენტს, ასევე 2019 წლის მოდელებს XC40, XC60, XC90 და V90 Cross County. აგვისტოს ბოლოდან ჩვენს შოურუმს შეემატება ასევე S90 სედანი, ხოლო შემოდგომიდან ზემოთ ხსენებული მოდელების Plug-in ჰიბრიდული ვერსიები. ჩვენი მიზანია ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და გარშემომყოფების უსაფრთხოება. შეიძლება ითქვას საქართველოს ბაზარზე ვოლვო ჯერ კიდევ უცნობი ბრენდია და ცოტამ თუ იცის რეალურად როგორი პროგრესი განიცადა ვოლვომ 21-ე საუკუნეში. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა“, - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ. „ვოლვო“ საქართველოს ახალ და ორიგინალურ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: (032) 224 42 42“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა