ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კერძო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც ჯანდაცვის ისე შრომის უსართხოების - უბედური შემთხვევების დაზღვევის მიმართულებით.

საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.

მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრას ოცამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა