რამაზ საყვარელიძე - მმართველი გუნდისთვის უკეთესი იქნება, მომავალი სიის ფორმირებამდე უსახური და გამაღიზიანებელი კანდიდატებისგან დისტანცირება მოახდინოს

როგორც მმართველმა პარტიამ, ისე სხვა პარტიებმა 2020 წლის არჩევნებისთვის სიის ფორმირებამდე მცირეოდენი კვლევა უნდა ჩაატარონ, რათა ნახონ, ვის რა რეიტინგი აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი შეფასებით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდის შემადგენლობაში არის რამდენიმე ისეთი პიროვნება, რომლებიც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევენ. მისი თქმით, უსახური და გამაღიზიანებელი კანდიდატებისგან დისტანცირება მმართველი გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა.

„იმისთვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ, როგორც მმართველმა პარტიამ, ისე სხვა პარტიებმა სიის ფორმირებამდე მცირეოდენი კვლევა უნდა ჩაატარონ, რათა ნახონ, არსებული პოლიტიკოსებიდან ან პოტენციური კანდიდატებიდან საზოგადოებაში ვის რა რეიტინგი აქვს. შესაბამისად, სია იმ რეიტინგის მიხედვით უნდა დააკომპლექტონ, რა შედეგებსაც მიიღებენ კვლევიდან.

არის რამდენიმე პიროვნება, რომლებიც საზოგადოების გაღიზიანებას იწვევენ და ამას კვლევაც უჩვენებს მათ. უსახო კანდიდატურებიც გამაღიზიანებლად მოქმედებენ საზოგადოებაზე. ისეთები, რომლებსაც ხალხი არც ისე იცნობს და არც ასე, რომლებიც სიებში კი იყვნენ, მაგრამ მერე აღარ გამოჩენილან. აი, ასეთი კანდიდატებისგან დისტანცირებაც უკეთესი იქნებოდა,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, ვინ არიან ის ადამიანები, რომელთა სიაში ყოფნაც „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერას მოუტანს, საყვარელიძემ უპასუხა, რომ ასეთები მარიამ ჯაში, რომან კაკულია და ნუკრი ქანთარია არიან. ამასთან, ერთ-ერთ მოწინავე ფიგურად პოლიტოლოგი თბილისის მერს კახა კალაძეს ასახელებს. საყვარელიძის თქმით, ამ ადამიანების განცხადებები შაბლონური და რაიმე სტანდარტზე აწყობილი არ არის. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, პოლიტოლოგის შეფასებით, 2020 წლის არჩევნებზე მმართველი გუნდის კანდიდატთა სიაში შესაძლოა წინ იყვნენ წამოწეული მაია ცქიტიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ამასთან, საყვარელიძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა სიაში არც გიორგი გახარიას ჩასმა იყოს უპერსპექტივო.

„ქართულ ოცნების“ მთლიან შემადგენლობაში ერთ-ერთი მოწინავე ფიგურაა კახა კალაძე, რომელიც საეჭვოა, რომ ჩართონ. უკვე არჩეული მერია და რამდენადაც ვიცი, ორ არჩევით თანამდებობაზე ყოფნა ნებადართული არ არის. კალაძე არის ადამიანი, რომელიც მოქმედებს. ასეთია კიდევ რომან კაკულია პარლამენტში. მისი სამოქმედო არეალი შედარებით მცირეა, მაგრამ მისი პოზიციები ყოველთვის გაწონასწორებულია და ცალმხრივად მხოლოდ სახელისუფლებო მიმართულებით არ არის გადახრილი. რომან კაკულია ცდილობს ხოლმე რაციონალური მარცვლის მოძებნას ყველა პოზიციაში. ანალოგიური სტილი აქვს ნუკრი ქანთარიასაც. იმავეს თქმა შესაძლებელია განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშზე. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა გამოსვლები შაბლონური და რაიმე სტანდარტზე აწყობილი არ არის.

მთავრობიდან მაია ცქიტიშვილია ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად ცდილობს ხოლმე საზოგადოებისთვის გასაგები რიტორიკით საუბარს, თუმცა რაღაც ტიპის შეცდომები ხალხთან დიალოგში მასაც აქვს დაშვებული. ამ მხრივ გამორჩეული იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. ძალიან კარგად შეეძლო ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა, განსხავებით ახლანდელი მინისტრისგან, რომელიც ჯერჯერობით ხმას არ იღებს. საზოგადოებისთვის უდაოდ ერთ-ერთი ცნობილი სახეა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. შესაძლოა სიაში ისიც იყოს წამოწეული.

გახარია დაპირებულია მთელ რიგ კითხვებზე პასუხებს. მიუხედავად ამისა, მას თავისი მომხრეები მაინც ჰყავს. შესაძლოა, უპერსპექტივო არ იყოს მისი ჩასმა სიაში. თუმცა გახარიას მე ვურჩევდი, რომ ჯერ კითხვებზე პასუხები გაეცა,“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა