ანონსი  14 აგვისტო

14 აგვისტოს, 09:30 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საკონტაქტო:თაკო მათეშვილი 598156573

14 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეიტანს ხელმოწერებს/წერილს და საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის გადადგომას მოითხოვს.

14 აგვისტოს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი გლდანის ციხეში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პატიმრებს მოინახულებს.

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597040608; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

14 აგვისტოს, 11.00 საათზე, ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის, რომელსაც დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი.

14 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სალომე სამადაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

14 აგვისტოს, 13:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პატიმრებს მოინახულებს. საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597040608; მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

14 აგვისტოს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე, მოქალაქესა და გიორგი პაპუაშვილს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მედიისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. #37

საკონტაქტო: 599 291202

14 აგვისტოს, 14:00 საათზე „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

მის.: ბარნოვის #40

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

14 აგვისტოს, 14:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი წარუძღვება.

თემა: 7-20 დეკემბერს, ბათუმი გრანდიოზულ, A კლასის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს.

14 აგვისტოს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სალარიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

14 აგვისტოს, 19:00 საათზე სასტუმრო „მუზეუმში“ ღონისძიება გაიმართება.

თემა: ავტომობილების ტექ-ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის შეფასება, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების საერთაშორისო ორგანიზაციაში „CITA” გაწევრიანება.

მის: სასტუმრო „მუზეუმი“, ვ. ორბელიანის 8/10.

14 აგვისტოს, 19:00 საათზე, დაბა აგარაში, შაქრის კომბინატის ეზოში, ქარხნის თანამშრომლები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: 571600598; 592560220

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს