„ბლექ სი არენაზე“ ჯარედ ლეტოს კონცერტი მიმდინარეობს

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ მუსიკოსისა და მსახიობის ჯარედ ლეტოსა და მუსიკალური ბენდის 30 Seconds To Mars კონცერტი მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მუსიკოსი მსმენელის წინაშე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. როკ-ბენდი საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, ცნობილი ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო მუსიკალურ სფეროშიც საკმაოდ წარმატებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, ჯარედ ლეტომ და შენონ ლეტომ შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა “Attack”,”The Kill”, “From Yesterday” და “A Beautiful Lie“..

" ბლექ სი არენას“ სცენაზე, ძირითადად ახალი სიმღერები იქნება წარმოდგებილი. კონცერტის ფარგლებში ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება. მუსიკოსი თითქმის ყველა კონცერტზე ცდილობს მაყურებლების აყვანას სცენაზე, რაც იგივე მოხდება ბლექ სი არენას სცენაზე, ისინი მასთან ერთად იცეკვებენ. თვითონ ამოარჩევს ადამიანებს, რომლებსაც სცენაზე აიყვანს... ძალიან ბევრი სიურპრიზი იქნება, ნამდვილი შოუს ნახვა შეუძლიათ აქ მოსულ მსმენელებს. ჩვენგან მოითხოვა საქართველოს დროშა, რომლის აფრიალებას სცენაზე გეგმავს",- აცხადებენ ორგანიზატორები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა