ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებამდე, "ბლექ სი არენას" დიდ ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენას სტვენა და ხმაური მოჰყვა

ჯარედ ლეტოს კონცერტის დაწყებამდე, "ბლექ სი არენას" დიდ ეკრანზე რუსული დროშის გამოჩენას სტვენა და ხმაური მოჰყვა. როგორც წესი, კონცერტის დარბაზში შეკრებილ მსმენელს აჩვენებენ, რომლებიც თავის მხრივ, ტელეფონებით იმ ქვეყნის დროშას აჩვენებენ, რომელსაც წარმოადგენენ.

ამჯერადაც რამდენიმე ქვეყნის დროშა ტელეფონებით აჩვენეს. რუსეთის დროშის გამოჩენა მსემენელებმა გააპროტესტეს ხმაურითა და შეძახილებით. ქართველმა მაყურებლებმა ასევე გააპროტესტეს ოკუპაცია და ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს წარწერებით, რომლებსაც ტელეფონებით აჩვენებდნენ დიდ ეკრანზე.

„ბლექ სი არენაზე“ მსახიობისა და მუსიკოსის ჯარედ ლეტოს კონცერტი მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა