ნატო-ში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს

ნატო-ში განმარტეს, თუ რატომ მიუახლოვდა ალიანსის გამანადგურებელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ნატო-ში განაცხადეს, რომ რუსული თვითმფრინავი ალიანსის საჰაერო სივრცესთან ახლოს მიფრინავდა. შესაბამისად, ნატო-ს ბალტიისპირეთის მისიის გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.

„როგორც კი თვითმფრინავის იდენტიფიცირება მოხდა, გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა“, - აცხადებენ ალიანსში.

დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა