ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსები გალა-კონცერტს გამართავენ

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ახალი თაობის ვირტუოზი მუსიკოსები გალა-კონცერტს გამართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, გაზაფხულზე სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამართულ ფესტივალს The New Genaration Music Festival საზოგადოების დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. 14 აგვისტოს ბათუმელები და ქალაქის სტუმრები პროექტის საუკეთესო მუსიკალურ ნომრებს მოისმენენ.

გალა-კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში: გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო), სანდრო სიდამონიძე (ჩელო), ანნა ჭანია (ვიოლინო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). გალა-კონცერტს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გახსნის. პროექტის ავტორი და პროდიუსერი - თეონა ჯორბენაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა