გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 14 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, უცნობ გმირთა, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, არჩილ ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, სოფელი დიღმის და ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების და იასამნის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში,11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიყეს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და იოზეფ პილსუდსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, ქერჩის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა და სოფელი ბეთანიას მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება