„ბლექ სი არენაზე“ ჯარედ ლეტოს კონცერტი გაიმართა

შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ „ოსკაროსანი" მსახიობის ჯარედ ლეტოს და მისი მუსიკალური ბენდის 30 Seconds To Mars გაიმართა. ძმებმა, ჯარედ და შანონ ლეტომ, მსმენელს ძირითადად ახალი სიმღერები შესთავაზეს.

სცენაზე გამოსვლისას ჯარედ ლეტომ მაყურებელს კონცერტზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მისი ბენდის უკანასკნელი ვიზიტი საქართველოში.

მისივე თქმით, ეს არის ქვეყანა, რომელშიც 10 წლის წინ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ახლა მოახერხა ჩამოსვლა. ამასთან, ამერიკელმა შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონს.

ჯარედ ლეტომ ერთ-ერთი მუსიკალური ნომერი საქართველოს დროშით ხელში შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ როკ ბენდმა სცენაზე თაყვანისმცემლები აიყვანა და აცეკვა.

კონცერტის დასრულების შემდეგ, „ბლექ სი არენას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შოუ ჯადოსნური გამოვიდა.

„ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო, როცა ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა აიღო ხელში. ამ მომენტად ღირს ძალიან ბევრი შრომა და წვალება, რაც პროექტის განმავლობაში მთელმა გუნდმა გავწიეთ. უშუალოდ ეს კონცერტი იყო შემთხვევა, როცა ყველაზე მეტი უცხოელი იყო ჩამოსული სპეციალურად საქართველოში. გვიხარია, რომ ისეთი არტისტი შეირჩა, რომელიც ქართველებზე მეტად, უცხოელებზე იყო გათვლილი“, - განაცხადა ხარჩილავამ.

Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა (Jared Leto, Shannon Leto) შექმნეს. ბენდს პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულმა ალბომმა A Beautiful Lie მოუტანა ჰიტებით: Attack ,The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie.

2013 წელს, ალბომის Love, Lust, Faith and Dreams შემდეგ, ბენდმა 5-წლიანი პაუზა აიღო, რასაც მოყვა არტპოპ და ელექტრონულ ჟღერადობაზე ორიენტირებული ალბომი America. სწორედ ამ ჩანაწერის გამოცემის შემდგომ შედგა ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე, რომლის ფარგლებშიც Thirty Seconds to Mars საქართველოსაც ეწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა