მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს - თქვენი აზრით, როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია? - ამაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია - 90 - იანი წლების დასაწყისში

აგვისტოს ომისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არათუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ოკუპანტის მიერ საოკუპაციო გეგმის განხორციელება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა .

მისი განცხადებით, ყველა ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი აარიდოს, „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ კი მისი თქმით, ეს არ გააკეთა.

„ყველაზე დიდი შეცდომა იცით რა არის მეგობრებო? ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყებულა 2008 წელს. მე 8 აგვისტოს ვიყავი გორში და შევხვდი ჩვენს დევნილებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90 - იანი წლების დასაწყისში იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. თქვენი აზრით, როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია? ამაზე სპეკულაცია არ შეიძლება. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი - 90 - იანი წლების დასაწყისში.

რაც შეეხება 2008 წელს, ამისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა და ეს ყველაფერი ძალიან ხილული იყო, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არათუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით შესაძლებელი გახდა ოკუპანტის მიერ საოკუპაციო გეგმის განხორციელება. ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს თავის საზოგადოებას და ქვეყანას. ამაზე დიდი მიზანი ვერცერთ ხელისუფლებას ვერ ექნება. ეს განსაცდელი ერთ დღეში ციდან არ ჩამოვარდნილა. ამისთვის ემზადებოდნენ და გვქონდა 90-იანი წლების ძალიან მწარე გამოცდილება,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა