ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის გადადგომას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სოსო რამიშვილის გადადგომას მოითხოვს.

მისი თქმით, სოსო რამიშვილი იმ კორუფციული სქემის მონაწილეა, რომელიც ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეს ეხებოდა და რის შესახებაც საგამოძიებო უწყებაში გუშინ ბრიფინგი გაიმართა.

ხაბეიშვილის განმარტებით, რამიშვილი იქამდე უნდა ჩამოშორდეს უწყებას, სანამ ობიექტურად არ წარიმართება გამოძიება, ვინაიდან შეუძლებელია კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი დანაშაულში და ფულის გათეთრებაში, ამ საქმის გამოძიების მწარმოებელი იყოს.

"რამდენიმე კვირის წინ პირდაპირ ეთერში მოვყევით იმ კორუფციული სქემის შესახებ, რომელიც ეხებოდა დღგ-ს დამალვას და რომელსაც აკეთებდა ივანიშვილი, მამაცაშვილი, ფარცხალაძე და ბატონი სოსო რამიშვილი, რომელიც ჩართული იყო ამ კორუფციულ სქემაში. გუშინ გამოვიდა საგამოძიებო უწყებიდან ეს პატივცემული და მოყვა, რომ, ფაქტობრივად, რაც ხაბეიშვილმა თქვა, ბიუჯეტში გადასახადების დამალვაზე სწორიაო, ასობით მილიონი ლარის პრობლემა დიახ, შეექმნა ბიუჯეტსო. მან ასევე თქვა, რომ თურმე უჩა მამაცაშვილმა კი არ მოიპარა ფული, არამედ ყაჩაღი არის ის 53 ბიზნესმენი, რომელზეც ახლა საქმეს ვაწარმოებთ და აქედან 38 უკვე დავაკავეთო. შესაბამისად კაცი, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ყაჩაღობაში, ახლა თავად აპირებს ყაჩაღი, მძარცველი და ქურდი, ამ საქმის გამოძიებას. ასევე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს კაცი უჩა მამაცაშვილის პირადი კადრია და მუშაობდა "არემჯი გოლდში" ერთ-ერთ ფინანსურ თანამდებობაზე. გარდა ამისა, მუშაობდა რკინიგზაში, როცა ბახტაძე იყო რკინიგზის ხელმძღვანელი. შესაბამისად დღეს ამ განცხადებით ვითხოვთ ამ კაცის თანამდებობიდან ჩამოშორებას, სანამ ობიექტურად არ წარიმართება გამოძიება. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებას მარტივ კითხვაზე მივაწოდოთ პასუხი. როცა ამბობენ, რომ ეკონომიკა თავზე ჩამოგვემხოო, როცა ამბობენ, რომ ბიზნესს პრობლემა აქვსო, ამ ადამიანმა გუშინ მოყვა, რომ 53 ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, აქედან 38 კი არის დაკავებული. ანუ ვინც ქმნიდა ქვეყანაში ეკონომიკას, ვინც ქმნიდა დოვლათს, ეს ხალხი არის ციხეში ჩაყრილი იმიტომ, რომ დამალონ საკუთარი დანაშაული, ხელი შეაწმინდონ პატარა ლიფსიტებს და არა იმ ყაჩაღებს, რომლებიც რეალურად ძარცვავენ ქვეყანას", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა ის პიროვნებები დაასახელა, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.

"ასევე ვასახელებ კონკრეტულ გვარებს: შემოსავლების სამსახურის უფროსი ბუბუტეიშვილი და მისი მოადგილე ხუნდაძე, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ბიუჯეტისთვის ასობით მილიონი ლარი დაემალა ბიზნესმენებს, ამიტომ გარდა რამიშვილისა, ასევე, პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, უნდა დადგეს ბუბუტეიშვილისა და ხუნდაძის. მათ გარეშე ბიუჯეტისთვის ასობით მილიონი ლარის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა