რუსული მედია - გამანადგურებელი, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადა, ესპანეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნის

ნატო-ს F-18 ტიპის გამანადგურებელი, რომელიც გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოებას შეეცადა, ესპანეთის საჰაერო ძალების კუთვნილებაა, - ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო Tass-ს ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ვიდეოში ნაჩვენები გამანადგურებელი ესპანურია და ის ნატო-ს კონტროლის ქვეშ იმყოფება,“ - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.

გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის F-18 ტიპის გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას რუსულმა გამანადგურებელმა არ მისცა. მოგვიანებით, ნატო-ში განმარტეს, რომ გამანადგურებელი თვითმფრინავს იდენტიფიცირების მიზნით მიუახლოვდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს