სალომე სამადაშვილი აგვისტოს ომის თემაზე მომზადებულ ფილმს, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გავიდა, „რუსული პროპაგანდის ნაწილად“ აფასებს

რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია, ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ფილმი პირდაპირ რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„ფილმი სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ გზავნილებს 2008 წლის ომზე, რომელიც ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი ქართულ ტელეარხზე გავიდა და არა „ოერტეზე“, ან „რაშა თუდეიზე“.

გასაგებია, რომ ფილმი საქართველოს ხელისუფლების დაკვეთითაა შესრულებული, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ არის ფილმის ავტორი და მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელევიზიას, გაასაჯაროოს ამ ფილმის ავტორების ვინაობა.

დღეს კი გვსურს ამ ტელეკომპანიას და ხელისუფლებას შევახსენოთ: რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ხოლო საქართველო მსვერპლად - ანუ გარკვეულია, ვინ არის აგრესორი და ვინ მსვერპლი. პუტინმა თავად აღიარა, რომ ომი ჯერ კიდევ 2006 წელს დაგეგმა. 2014 წლის ყირიმის მოვლენებმა კი ყველაფერი საბოლოოდ ცხადი გახადა“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზანს წარმოადგენდა: პირველი, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლა, მეორე-სახელმწიფოებრიობის დასუსტება და ეკონომიკის დანგრევა, მესამე- საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ბოლოს მოღება და დასუსტებული ქვეყანის, რუსეთის ზეგავლენის სფეროში მოქცევა. მისივე განმარტებით,

დღეს რუსეთი სწორედ „მშვიდობიანად” უგებს საქართველოს ომს.

„ეს სტრატეგია ერთადერთ გზავნილზეა დასული, გზავნილზე, რომ 2008 წლის ომი წინა ხელისუფლებამ, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან, ივანიშვილს ომი მაინც არ დაუწყია. ივანიშვილის ამ მორიგ სიცრუეს, რა თქმა უნდა, არ მიიღებს ჩვენი საზოგადოება, რომელმაც იცის, რომ ეს გზავნილი გარდა იმისა, რომ უტიფარი და უსინდისო ტყულია. იცის, რომ ეს გზავნილი ნიშნავს: უარის თქმას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ჩვენი სამხედროების გასასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალზე.

ჩვენ მივმართავთ ჟურნალისტურ ქარტიას, საკუთარი შეფასება გააკეთოს ამ ფილმთან დაკავშირებით. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძვიან ქვეყანაში რუსულ პროპაგანდას, რომ ასევე შეფასება გააკეთონ ამ სამარცხვინო ფილმთან დაკავშირებით და მე პირადად, მივმართავ აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტებს: რუსეთის სტრატეგია, ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პროექტი განწირულია კრახისთვის, ამიტომ, მოგიწოდებთ, მომავალში მონაწილეობა არ მიიღოთ რუსულ პროპაგანდისტულ პროექტებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლება ამ ქვეყანაში აუცილებლად შეიცვლება, ქართული სახელმწიფო და მისი ინტერესები კი დარჩება,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა