ელენე ხოშტარია 20 ივნისს დაკავებულებზე - მათი თხოვნაა,  რომ ოჯახებთან კომუნიკაციის საშუალება მისცენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები ოჯახებთან კომუნიკაციის საშუალებას ითხოვენ. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ გლდანის ციხეში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაკავებულების თხოვნაა, მიეცეთ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება.

„დღეს შევხვდი იმ ადამიანების მეორე ჯგუფს, ვინც გავარკვიე, რომ 20 ივნისის საქმეზე არიან საპყრობილეში. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არ არიან პოლიტიზირებულებიც კი. ეს უბრალოდ მათთვის იყო განსაკუთრებული დღე, რომ გავიდნენ აქციაზე. ნამდვილად რჩება განცდა, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მძევლები ამ სისტემის.

ერთი ძალიან ადამიანური თხოვნა, რაც ყველასგან ისმის არის ის, რომ მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის. მათ ჰყავთ ახალშობილი ბავშვები, მშობლები ნერვიულობენ, პირადი საქმეები აქვთ გარეთ და წარმოუდგენელია ამ ყველაფერთან ერთად რატომ უნდა შეუზღუდო ამ ადამიანებს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან”, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გლდანის ციხეში მისვლამდე ის „მატროსოვის“ ციხეში ირაკლი ოქრუაშვილსაც შეხვდა.

„ორი ადამიანი ფიგურირებს ოქრუაშვილის საქმეში. მე დღეს ოქრუაშვილიც ვნახე და სამივეს გამოკითხვით, უბრალოდ არ იცნობენ ერთმანეთს, საერთოდ არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ ჰქონიათ”, - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა სერგო რატიანმა და ელენე ხოშტარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანები მოინახულეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა