რუსული მედია - მოსკოვი ვაშინგტონისგან “თალიბებთან” გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ელოდება

მოსკოვი ვაშინგტონისგან „თალიბებთან“ კატარში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ელოდება, - ამის შესახებ ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზამირ ქაბულოვმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ განუცხადა.

გარდა ამისა, რამდენიმე ექსპერტმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „თალიბებსა“ და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმება ავღანეთს მშვიდობასა და უსაფრთხოებას არ მოუტანს.

მათივე განმარტებით, შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, საკუთარი მიზნებს მიაღწიონ.

გამოცემა წერს, რომ ის, რისი მიღწევაც მხარეებს აღნიშნული შეთანხმებით სურთ, არის ის, რომ აშშ-ის ჯარებმა ავღანეთი უნდა დატოვონ, სანაცვლოდ კი „თალიბებმა“ ტერორისტულ ორგანიზაციებს ქვეყანაში შესვლის საშუალება არ უნდა მისცენ. შეთანხმება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ცეცხლის შეწყვეტასა და შიდა ავღანური დიალოგის გამართვას.

„ერთადერთი, რაზეც მხარეებმა შეთანხმება მიაღწიეს, ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანაა, თუმცა პროცესი ორ-სამ წელს გაგრძელდება და საინტერესოა, ამ ხნის განმავლობაში რას მოიმოქმედებს „თალიბანი“. უქმად ისხდებიან და დაელოდებიან ამერიკელების წასვლას?“ - განაცხადა გამოცემასთან საუბარში რუსმა ექსპერტმა ავღანეთის საკითხებში ანდრეი სერენკომ.

მისივე განმარტებით, დაგეგმილი შეთანხმება აშშ-სა და „თალიბებს“ შორის პიარხრიკია, რომლის მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ დონალდ ტრამპი ასრულებს ომს ავღანეთში, კი არ იგებს ომს, არამედ ასრულებს მას. ეს ნიშნავს, რომ ამერიკელებს ამ ხელშეკრულებით საშინაო პოლიტიკური მიზნების განხორციელება სურთ, „თალიბები“ კი აშშ-სთან შეთანხმების გაფორმებით თავიანთ ლეგიტიმაციას დაასრულებენ და თავს მოიწონებენ ისეთი ძალის სტატუსით, რომელმაც ამერიკა დაამარცხა...ასე რომ, შეთანხმებას ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრების რეალური ძალა არ გააჩნია,“ - განაცხადა სერენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა