„თავისუფალი საქართველო“ - დაუშვებელია საპენსიო ფონდის თანხების ანაკლიის პორტში ინვესტირება

ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების ფული, გაურკვეველი მომავლის მქონე პროექტებში არ უნდა დააბანდოს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც პარტიამ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა.

„ინტერპრესნიუსი“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა თავიდანვე საეჭვო პროექტი იყო. არ არსებობს რეალური გარანტიები, რომ პროექტში ჩართული მოქალაქეები, სიბერეში ნამდვილად მიიღებენ სააგენტოში მათ მიერ შეტანილი თანხების პროპორციულ პენსიას. როგორც ჩანს, ანაკლიის პორტი გაკოტრდა, ან სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის, რის აღმოფხვრასაც ხელისუფლება ჩვენი პენსიონერების ხარჯზე ცდილობს. კატეგორიულად დაუშვებელია, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების ფული, გაურკვეველი მომავლის მქონე პროექტებში დააბანდოს, ამ შემთხვევაში კი, საპენსიო სააგენტოში აკუმულირებული თანხების ინვესტირება ანაკლიის პორტში მოახდინოს. ყველა ხელისუფლება უნდა შეეშვას ერთხელ და სამუდამოდ მოქალაქეების ჯიბეებში ხელის ჩაყოფას და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების ბიუჯეტის თანხებით კეთება, რომელი ბიუჯეტიც სწორედ ხალხის ფულით ივსება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა