ნაზი ჯანეზაშვილი - ძალიან გამიკვირდა, როდესაც ლიდერთან დაკავშირებით კითხვაზე, მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მას ახსენდება ლენინი

ძალიან გამიკვირდა, როდესაც ლიდერთან დაკავშირებით კითხვაზე, მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მას ახსენდება ლენინი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან შეაფასა დღევანდელი გასაუბრებები, რომელიც თეა ძიმისტარიშვილთან და ალექსანდრე წულაძესთან ჩატარდა.

„ერთი კანდიდატი, თეა ძიმისტარიშვილი მოსამართლეა და მასთან გასაუბრებაში რაღაც კომპონენტები ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, მაგალითად, ძალიან გამიკვირდა, როდესაც ლიდერთან დაკავშირებით მოსამართლე კანდიდატმა პასუხი გასცა და თქვა, რომ მას ახსენდება ლენინი. ასევე გარკვეული საკითხები, რომელიც მოქმედმა მოსამართლემ ახსენა და გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო. ასევე, საინტერესო იყო მისი მსჯელობა კლანთან მიმართებაში - მან თქვა, რომ საზოგადოება დაიღალა ამაზე საუბრით. შესაძლებელია, ამ საზოგადოებაში ვიწროდ გულისხმობს მოსამართლეთა კორპუსს, შეიძლება, ისინი დაიღალნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის, რომელთაც აინტერესებთ მართლმსაჯულების ბედი ამ ქვეყანაში, მნიშვნელოვანია, სისტემა იყოს თავისუფალი გავლენებისგან და არ იყოს კლანების ხელში. ამიტომ, ვფიქრობ, ეს შეფასება დღეისთვის, როდესაც გავლენიანი ჯგუფების არსებობა სისტემაში ასეთი სერიოზული გამოწვევაა, არ არის მაინცდამაინც შესაფერისი. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, მას აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი აკადემიური და სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე მივიღებ საბოლოო შეფასებისას, როდესაც კარგად დავფიქრდები, ვინ შეიძლება იმსახურებდეს იმას, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში იქნება ძალიან მცირე რაოდენობა იმ კანდიდატებისა, რომელთაც მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მანვე მედიასთან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტზეც, რაც პირველ კანდიდატთან გასაუბრების დროს მოხდა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძესა და მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილს შორის.

„რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასაუბრებებზე არაერთხელ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ იყო გარკვეულწილად დამაგვირგვინებელი ეტაპი მოსამართლე წევრების მხრიდან. ვსაუბრობთ, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსში მონაწილეობა აჩენს კითხვებს, და ვხედავთ, რომ დღეს სერგო მეთოფიშვილი გამოდის სხდომაზე და პირდაპირ არღვევს მოსამართლეთა ეთიკის კოდექსს. იგი ამისთვის არ ისჯება, რადგან მასზე გარკვეული სანქციები რომ ყოფილიყო, ან რაიმე რეკომენდაცია, ის ასე აღარ მოიქცეოდა, მაგრამ მისი გამონათქვამები, შეიძლება ითქვას, რომ პროგრესს განიცდის უარყოფითი თვალსაზრისით. ეს ძალიან საზიანოა სასამართლო სისტემის იმიჯისთვის და მგონია, მოსამართლეებს უნდა აწუხებდეთ, რომ მათ მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი ამგვარად იქცევა და არღვევს ეთიკას. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება ასევე იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მისი ამომრჩევლები არიან“, - აღნიშნა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა