ჯონ ბოლტონი - ჰიპერბგერითი იარაღის ტექნოლოგია რუსეთმა აშშ-ს მოპარა

აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰიპერბგერითი იარაღის შექმნისას რუსეთი ეყრდნობა ტექნოლოგიებს, რომელიც აშშ-სგან აქვს მოპარული.

სევეროდვინსკთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას, სადაც 8 აგვისტოს გამოცდისას რეაქტიული ძრავა აფეთქდა, ბოლტონმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის მიზნამდე მიტანის საშუალებებს ქმნის.

„რუსეთის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით ნიდერლანდისას უტოლდება, თუმცა თავდაცვაზე ის მაინც იმდენ თანხას ხარჯავს, რომ არა მხოლოდ თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზება შეუძლია, არამედ მათი ადგილზე მიტანის ახალი საშუალებების, მართვადი საბრძოლო ბლოკის მქონე რაკეტებისა და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების შექმნაც შეუძლია, რისთვისაც მნიშვნელოვანწილად აშშ-ისთვის მოპარულ ტექნოლოგიებს“ იყენებს“, - განაცხადა ბოლტონმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა