პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც დედამთილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დააკავეს, თანხა დააბრუნა, „დანაშაული კი მოინანია“

ზუგდიდში, დედამთილისთვის ფულის მოპარვის ბრალდებით დაკავებულმა რძალმა ფული დააბრუნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, თანხა კვლავ ოჯახს დაუბრუნდება.

მათივე განმარტებით, დაკავებულმა ახალგაზრდა ქალმა დანაშაული მოინანია, რის გამოც მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე შეწყდა.

„საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და საქმე დაიხურა. დაზარალებული თავად დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ბრალდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული. შესაბამისად, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე აღარ უმსჯელია. თანხა ამოღებულია და დაზარალებულს სრულად დაუბრუნდება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. მოსამართლე დავით კეკენაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ნ.ჭ. -ს სასჯელის სახით 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა.

ცნობისთვის, შემთხვევა ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. დედამთილის ინფორმაციით, რძალმა 5000 ლარამდე თანხა მოპარა. ქურდობის დროს სახლში სამი წევრი იმყოფებოდა. რძალი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურის ინფორმაციით, ქალმა, რომელიც დედამთილისთვის ფულის მოპარვაშია ბრალდებული, თანხა დააბრუნა, "დანაშაული კი მოინანია"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა