ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვევა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს, 4 სექტემბერს გამოჩენილი ფრანგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, ფილოსოფიის დოქტორი და მუსიკალური სწავლების ინოვაციური მეთოდის შემქმნელი მიშელ სონი ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიშელ სონი ფესტივალის აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა.

„გამოჩენილი ქართველი პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის ელისო ბოლქვაძის ფონდი „ლირა“ და მიშელ სონის საქველმოქმედო ფონდი Sos Talents, ერთობლივად ზრუნავენ ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენაზე, რომლებსაც საშუალება ეძლევათ გაიარონ მიშელ სონის მასტრკლასები და გაემგზავრონ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად.

წელს ბათუმის რიგით მეშვიდე ფესტივალის ფარგლებში, 5, 6 და 7 სექტემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება მიშელ სონის მასტერკლასები უკვე შერჩეული ახალგაზრდა პიანისტებისათვის. მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის შესაძლებელია.

9 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში მუსიკის პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისთვის დაგეგმილია მაესტრო მიშელ სონის ლექცია-სემინარი „მუსიკის გავლენა განათლებაზე“.

მიშელ სონის ინოვაციური მეთოდი მსოფლიოს მუსიკალურმა სამყარომ დიდი ხანია აღიარა და მას „სონის ჯადოქრობა“ უწოდა. მის მიერ შექმნილი სავარჯიშოები და ნაწარმოებები შემსრულებლებს ასწავლის დაეუფლონ მუსიკის აღქმისა და მისი გადმოცემის სინთეზის ხელოვნებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილის განცხადებით, მიშელ სონი არის უნიკალური მოვლენა, რომელიც სრულიად განსხვავებული, არასტანდარტული და მომავალ საუკუნეში გათვლილი ინოვაციური აზროვნებით უყურებს მუსიკის სწავლებას.

„მიშელ სონის, როგორც ფილოსოფოსის, პიანისტის და კომპოზიტორის მრავალმხრივი განათლებისა და ნიჭის დამსახურებით შეიქმნა ეს ინოვაციური მეთოდი, რომელმაც პირველივე ჯერზე გაამართლა. ამ მეთოდით შეიძლება მიაღწიო მოკლე დროში და სივრცეში ძალიან შთამბეჭდავ შედეგს. დღეს მიშელ სონის მეთოდს სამუსიკო განათლებისთვის არა ერთი ქვეყანა იყენებს. თუ ჩვენ გვინდა, ევროპასთან ვიყოთ ასოცირებული, ჩვენ უნდა გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ფესტივალის სლოგანი „ფანჯარა ევროპისკენ“ ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება კულტურის ღია ფანჯარა ევროპისკენ,“- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლების კონსულტანტმა, მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა