ელენე ხოშტარია  - გუგუტიანთკარში დღეს მთელი მთავრობა უნდა იდგეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, სადაც რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ჩავიდა.

დეპუტატმა ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დამატებითად ამომტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს.

"ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ ფილმს რუსული "ოერტე-ს" ნარატივით, ეს არის ჩვენთვის კატასტროფა. რუსეთი ისედაც ყოველთვის იყო მომაკვდინებელი და მომავალშიც დარჩება. მთავარია ჩვენი ხელოსუფლება რას აკეთებს ამისთვის. აქ დღეს უნდა იდგეს მთელი მთავრობა, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს 21-ე საუკუნეში რუსეთი როგორ სასტიკად იქცევა და გლეჯს მიწებს. ასევე დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა