სახალხო დამცველი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება და მიმდინარე პროცესებს აკვირდება.

„2019 წლის 7 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკარგვა, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად",-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ომბუდსმენის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო