სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით  რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა

სოფელ გუგუტიანთკარში ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. რაზმაძეებმა დღეს სახლიდან რკინის მოაჯირები და ლითონის სხვა კონსტრუქციები გამოიტანეს ჯართში ჩასაბარებლად.

ლევან რაზმაძის თქმით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლით და მიწის ნაკვეთით 2008 წლიდან ვეღარ სარგებლობენ.

,,2008 წელს განადგურდა ეს სახლები - ჩვენიც და გუგუტიშვილებისაც. აქ შემოსვლა უსაფრთხო არ იყო და შესაბამისად, ორივე ოჯახმა მივიღეთ კომპენსაციები 15 000 აშშ დოლარის ოდენობით 2009 წელს და შემდგომ - დევნილის სტატუსიც. ანუ, რეალურად, ამ სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია კი მივიღეთ, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი, რომ ამ სახლში შესვლას ოდესმე კვლავ შევძლებდით. იმ კომპენსაციით გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ადგილი ვიყიდეთ და სახლი ავიშენეთ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ლევან რაზმაძემ.

რაზმაძეები და გუგუტიშვილები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სახლებიდან ლითონის მოაჯირების და სხვა ვარგისი ნივთების გამოტანას ხვალაც გააგრძელებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს