აშშ ირანული ტანკერის გათავისუფლების გამო „იმედგაცრუებულია“ და სანქციებით იმუქრება

აშშ ირანული ტანკერის გათავისუფლების შესახებ გიბრალტარის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და სანქციებით იმუქრება, - ამის შესახებ Bloomberg-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, აშშ სანქციებით ემუქრება ყველა პორტს, ბანკს ან ბიზნესს, რომელსაც Grace 1-თან რამე კავშირი აქვს ან ექნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, განაცხადეს, რომ გიბრალტარის სასამართლოს გადაწყვეტილება „ახალისებს ირანულ ტერორიზმს. თეირანი კი აღნიშნულ ნაბიჯს შერიგების პოლიტიკად მიიღებს“.

ირანი კი აცხადებს, რომ გემი არ იმოძრავებს იმ ტერიტორიაზე, სადაც სანქციები იმოქმედებს და რომ ის ცდილობს, გემი საერთაშორისო წყლებში რაც შეიძლება მალე დააბრუნოს.

გიბრალტარის უზენაესმა სასამართლომ დაკავებული ირანული გემის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მათი ინფორმაციით, გიბრალტარმა ირანისგან ოფიციალური წერილობითი გარანტიები მიიღო, რომ გემი ტვირთს სირიაში არ გადატვირთავს.

ირანული Grace 1 დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტმა გიბრალტარის სრუტეში, გიბრალტარის მთავრობის თხოვნის საფუძველზე 4 ივლისს დააკავა. გიბრალტარის მთავრობა ვარაუდობდა, რომ ტანკერს ნავთობი სირიაში ევროკავშირის სანქციების დარღვევით გადაჰქონდა.

ტანკერის დაკავებამ ირანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: აშშ ირანული ტანკერის გათავისუფლების გამო "იმედგაცრუებულია" და სანქციებით იმუქრება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა