მურატ ჯიოევი - საქართველო ლაფში სვრის რუსეთს და მის მოკავშირეებს - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებს

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ ოსი მესაზღვრეები საზღვრის მონიშვნის სამუშაოების წარმოებისას ერთი მეტრითაც კი არ გადადიან საქართველოს მხარეზე, - ამის შესახებ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა სააგენტო „რეს“-თან საუბრისას განაცხადა. ამით ჯიოევი გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას სოფელ გუგუტიანთკარში საზღვრის გავლების უკანონო პროცესთან დაკავშირებით.

მურატ ჯიოევის განცხადებით, სასაზღვრო ბარიერის აგება სოფელ გუგუტიანთკარის მიდამოებში კიდევ ერთხელ უსაფუძვლოდ ბრალდებათ რუს მესაზღვრეებს. მისი განცხადებით, საზღვარი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე საზღვრიდან ოდნავ მოშორებით იგება და ამ საქმესთან რუსულ მხარეს კავშირი არ აქვს. ჯიოევმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო საინფორმაციო ომს აწარმოებს „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ.

„საქართველო სარგებლობს საერთაშორისო ტრიბუნასთან წვდომით და ლაფში სვრის რუსეთს და მის მოკავშირეებს - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებს. იქ, სადაც ჯერ არ არის სასაზღვრო ბარიერი, ხშირად ხდება საზღვრის დარღვევა, მათ შორის პირუტყვის მიერ, რომელიც პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევა და საქართველოს მხარე არასდროს ცდილობს, მიიღოს ზომები ოსების კუთვნილი პირუტყვის დასაბრუნებლად. საზღვრის მონიშვნის არარსებობის გამო ზარალდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები. საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აკვირდებიან სამუშაოებს გუგუტიანთკარის შემოგარენში, კარგად არის ცნობილი, რომ ოსი მესაზღვრეები საზღვრის მონიშვნის სამუშაოების წარმოებისას ითვალისწინებენ ადგილობრივ მოსახლეობის ინტერესებს და არსად, ერთი მეტრითაც კი არ გადადიან საქართველოს მხარეზე. ეს არის საქართველოს მორიგი პიარ-აქცია რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ის არ დაივიწყონ“, - დასძინა ჯიოევმა.

მურატ ჯიოევმა ცინიკური უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას, რომლის თანახმადაც სასაზღვრო ბარიერების აგებით კიდევ უფრო მძიმდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ისედაც რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა