გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახი, რომელთა სახლი მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახლიდან ლითონის კონსტრუქციების გამოტანას განაგრძობს

გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც ახლად გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა, ლითონის კონსტრუქციების გამოტანას განაგრძობს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ბორდერიზაციის უკანონო პროცესი გუგუტიანთკარის განაპირას ჯერ არ გაუგრძელებიათ.
შეიარაღებული ფორმიანები გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დღეს დილით გამოჩნდნენ, თუმცა ლითონის ბოძებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი არ განუახლებიათ.

























