გარემოს ეროვნული სააგენტო - თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში, ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების დასაშვებ ნორმებზე  გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2019 წლის მაისიდან აგვისტოს თვის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ თბილისის ზღვიდან აღებულ სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 2011 წლიდან, თბილისის ზღვაზე საბანაოდ ნებადართულ ტერიტორიაზე, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით, წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ახორცილებენ.

წყლის სინჯები რეგულარულად მოწმდება 29 კომპონენტზე, მათ შორის 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამატებით კიდევ ჩატარდება თბილისის ზღვის წყლის ხარისხის კვლევა და შედეგები ეცნობება საზოგადოებას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა