ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბიშკეკის სასამართლომ ქვეყნის დაკავებულ ექსპრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი უთხრა. სასამართლო სხდომა ეროვნული უშიშროების კომიტეტის შენობაში ჩატარდა. ატამბაევის 26 აგვისტომდე დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის რაიონულ სასამართლოს ჰქონდა გამოტანილი.

„ბიშკეკის სასამართლომ, ამ ვერდიქტის გამოტანისას ბევრი საკანონმდებლო აქტი დაარღვია, მათ შორის ექსპრეზიდენტის საქმიანიობის გარანტიების თაობაზე“, - განაცხადა ატამბაევის ადვოკატმა სერგეი სლესარევმა.

ყირგიზეთის პარლამენტმა ატამბაევს ექსპრეზიდენტის სტატუსი და შესაბამისად, იმუნიტეტი ივნისში მოუხსნა. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე იყო აღძრული, მათ შორის კორუფციის და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. მისი ძალისმიერი დაკავების შემდეგ, რასაც შეტაკებები და დაპირისპირება მოჰყვა, ალმაზბეკ ატამბაევს რამდენიმე ბრალდება დაემატა, მათ შორის სპეცრაზმელის მკვლელობის საქმე. როგორც ცნობილია, ატამბაევის რეზიდენციის შტურმისას სპეცრაზმელი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა