გუგუტიანთკარის მცხოვრებლები მთავრობის წევრებს - ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გაგვსრისოს, მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა

ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გაგვსრისოს... მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა, - ასე მიმართეს სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლებმა სოფელში ჩასულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ადგილზე დღეს დიპლომატებთან ერთად ჩავიდნენ.

გუგუტიანთკარის მცხოვრებლები დიპლომატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს ადგილზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრნენ და მათ დახმარება სთხოვეს.

„ნაბიჯი არ გადადგა რუსულმა ჩექმამ, რომ არ გაგვსრისოს, ვეღარ ვითმენ. 11 წელი არაადამიანური ცხოვრებით დავიღალე“,- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

„გვინდა საქართველო ქართველების ხელში იყოს ერთად, თანადგომით. გვინდა მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა, ჩვენ რა სატანჯველში ვართ. ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა, მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. არც ახლა დავტოვებ, მაგრამ რა ვუთხრა შვილებს და შვილიშვილებს თუ არ დავეხმარებით? მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა. აქ მაქვს ჩემი დამწვარი სახლი და იქ შვილიშვილები ვერ შემყავს“,- განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.

იხილეთ ვიდეო: გააგონეთ მსოფლიოს ხმა - გუგუტიანთკარის მცხოვრებლები მთავრობის წევრებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა