უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - მოვითხოვთ, რუსეთმა საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები

უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, - აღნიშნული განცხადება სოფელ გუგუტიანთკარში უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პეტრო ბოგდანიმ გააკეთა.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დაწყების მე-11 წლისთავი აღვნიშნეთ. ჩვენ ვდგავართ საოკუპაციო ხაზთან იმავე დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობდნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხი დგას ქართველი ხალხის გვერდით. უკრაინა კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს, საქართველოდან და უკრაინიდან გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ასევე სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება“, - განაცხადა პეტრო ბოგდანიმ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს