აქცია „სირცხვილიას” ორგანიზატორებმა ტელეკომპანია „იმედს“ საპროტესტო წერილები გაუგზავნეს

„საქართველოს ფოსტის“ ერთ-ერთი ფილიალის წინ, აქციის „სირცხვილია“ წარმომადგენლებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის წევრებმა ფოსტის მეშვეობით ტელეკომპანია „იმედს“ წერილები გაუგზავნეს, სადაც აგვისტოს ომზე „იმედის“ ეთერში გასული ფილმი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფილმი: „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, არის სირცხვილი და ომი რუსეთმა დაიწყო.

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს ადანაშაულებ ომის დაწყებაში, რაც არის პირდაპირი რუსული ნარატივის გადმოტანა საქართველოში ქართული მედიის დახმარებით. ჩვენ ვუთხარით „იმედს“, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და სირცხვილია, რაც მათ გააკეთეს“, - განაცხადა აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გოგი ხოჭოლავამ.

მისივე თქმით, „იმედის“ ჟურნალისტები ომზე ფილმს მხოლოდ მეხუთე დღეს, „დაგეგმილად გაემიჯნენ“.

„დაგეგმილად გააკეთეს სიუჟეტი და დაგეგმილად გაემიჯნენ ამ სიუჟეტს, თანაც მეხუთე დღეს. „იმედი“ არის რუსული ნარატივის პირდაპირი გადმომღერება საქართველოში“, - განაცხადა გოგი ხოჭოლავამ.

იხილეთ ვიდეო: აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა ტელეკომპანია "იმედს" საპროტესტო წერილები გაუგზავნეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა