სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მაღალი რანგის სტუმრების საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ამგვარი მაღალი რანგის სტუმრების საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.

„საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებზე, რაც მომდინარეობს ოკუპაციის ხაზის მოცემულ სეგმენტზე. ზოგადად, მსგავსი სახის ვიზიტები არის უაღრესად მნიშვნელოვანი, როდესაც მაღალი რანგის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ პირადად გაეცნონ და საკუთარი თვალით იხილონ საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დამატებით დაიწყეს მავთულხლართების მონტაჟი, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან.

გამყოფ ხაზთან იმყოფება რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად ჩავიდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს