მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები გუგუტიანთკარის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ
.webp)
სოფელ კარბის შესასვლელთან, სამართალდამცავები სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტებს სოფელ გუგუტიანთკარის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
მოძრაობის ერთ-ერთი წევრის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მათ უკანონოდ უზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას, რის თაობაზეც საპარტულო პოლიციას აცნობეს.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩავიდეთ სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ოკუპანტები დამატებით ტერიტორიას ღობავენ. გვინდა ჩვენ მოქალაქეებთან, იმ ადმიანებთან შეხვედრა, ვინც ამ სოფელში ცხოვრობს, თუმცა ამის საშუალება არ გვეძლევა. პოლიციელებს მისცეს ბრძანება, რომ არ უნდა შეგვიშვან, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშანვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ამ შემადგენლობის დღეები დათვლილია“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

























