მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტებმა მერეთში, პოლიციის ერთ-ერთ საგუშაგოსთან პერფორმანსი გამართეს

სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ აქტივისტებმა სოფელ კარბის შესასვლელთან მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან პერფორმანსი გამართეს.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა საავტომობილო გზაზე საქართველოს დროშა გაშალეს, მოწოდებით „რუსეთი ოკუპანტია“.

სამართალდამცავებმა შეკრებილებს მოუწოდეს, რომ გზის სავალი ნაწილის ნახევარი გაეთავისუფლებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამის პასუხად აქციის მონაწილეებმა ავტომანქანების ნაწილი „დროშის ქვეშ“ გაატარეს, ნაწილს კი - გზა დაუთმეს და გადაადგილების საშუალება მისცეს.

აქციის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზის მიმართულებით სურდათ გადაადგილება, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

იხილეთ ვიდეო: აქცია-პერფორმანსი გუგუტიაანთკართან - სამოქალაქო აქტივისტებმა "ბორდერიზაციის" პროცესი გააპროტესტეს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს