ბექა დავითულიანი - თბილისში სასმელ წყალს არავითარი პრობლემა არ აქვს და შესაბამის სტანდარტს პასუხობს, ამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასმელ წყალს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მართლა 24- საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, - ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, თბილისის ზღვაში ფეკალიები ჩაედინება.

მისი თქმით, ყოველდღიურ 24 საათიან რეჟიმში "ჯი ვი პი" წყლის ხარისხის შემოწმებას ახორციელებს.

„ეპიდემიის არავითარი საფრთხე არ არის. ის ტერიტორია, რაც გვაჩვენეს, წყლის აღების არეალში არ მდებარეობს. შესაბამისად, სასმელ წყალს არავითარი პრობლემა არ აქვს და შესაბამის სტანდარტს პასუხობს, ამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია. მეორე, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და არსებობს 90-იანი წლებიდან მოყოლებული და მანამდეც, საბჭოთა პერიოდშიც იყო.

პირდაპირ არ ჩაედინება ზღვაში, თუმცა რა თქმა უნდა, პრობლემა პრობლემად რჩება და ამ პრობლემის მოგვარებისთვის თბილისის მერიის ამ მენეჯმენტმა, რომელიც მოვიდა, პირველივე დღეებში დაიწყო სანიტარული ზომების გაფართოებაზე მსჯელობა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამასთან, მან უპასუხა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იუსტიციის სახლთან გაცემული სამშენებლო ნებართვის თაობაზე.

„საკრებულო განიხილავს ქონების მონაცვლეობის საკითხს. შეზღუდვის ზონის მიმდებარედ გააჩნდა კომპანიას, კერძო პირს ნაკვეთი, რომელზეც თბილისის მერია ფიქრობს, რომ არ არის მიზანშეწონილი განაშენიანდეს. ამიტომ საუბარი საკრებულოში არის მონაცვლეობაზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. საუბარი ეხება სანაოსნო ფედერაციას. იქ სათავო ოფისის განთავსება უნდათ. საკითხი იყო კულტურულ საბჭოზე გატანილი და ამის განთავსება დასაშვებად სცნეს. როგორი იქნება, რანაირი იქნება ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. თუმცა ჩვენც ვიფიქრეთ, რომ ამ ადგილას გვჭირდება ნამდვილად განხილვა, დამატებითი შესწავლა საერთოდ ღირს თუ არა რაიმე ნაგებობის განთავსება. ურბანულ კომისიაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებითი შესწავლის მიზნით ეს საკითხი გადავდოთ. კარგად შევისწავლოთ, ზუსტად რა ტიპის შენობაზეა საუბარი, რომ მერე მივიღოთ გადაწყვეტილება ვაძლევთ უფლებას თუ არა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა